ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი სპეცრაზმისა და ვაგნერის წევრების ერთობლივი წვრთნები ბრესტის პოლიგონზე, პოლონეთის საზღვრის მახლობლად მიმდინარეობს. განცხადება სამინისტროს ოფიციალურ Telegram-ზე გამოქვეყნდა სადაც აღნიშნულია, რომ ბელორუსის უსაფრთხოების ძალები ვაგნერელებთან წვრთნებს გააგრძელებენ.
- “ბელარუსის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ერთობლივ წვრთნებს კსკ ვაგნერის მებრძოლებთან ერთად. კვირის განმავლობაში სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაამუშავებენ სასწავლო-საბრძოლო დავალებებს ბრესტის პოლიგონზე”. – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებაში.