ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს ყოფილმა დაცვამ რუსეთის ჯაშუშობა აღიარა

ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა დევიდ სმიტმა რუსეთის ჯაშუშობა აღიარა. დევიდ სმიტს ბრალი საელჩოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გამჟღავნებაში ედებოდა, დანაშაული 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც ის დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

სმიტის „დამკვეთები“ რუსეთის სამხედრო ატაშე გერმანიაში, პოლკოვნიკი ანდრეი სივოვი და მისი მემკვიდრე, გენერალ-მაიორი სერგეი ჩუხუროვი იყვნენ.