თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რის შემდეგაც მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
თამლიანს გამოძიება 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება.
გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. დღეს შსს-მ განაცხადა, რომ მასალების გაცნობის შემდეგ კიდევ 3 პირის დანაშაული გამოიკვეთა, რის გამოც ისინი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.










![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)




