“მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელ მსოფლიოში, ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში, პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა”.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს.