“რეკომენდაცია საწვავის ფასებთან დაკავშირებით: იმისათვის, რომ შერბილდეს ნეგატიური ეფექტი, ისე რომ დაგეგმილ საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებითაც არ შეიქმნას პრობლემები, შესაძლებელია შემდეგი გადაწყვეტილება – რადგან აქციზი არის ფიქსირებული გადასახადი, ხოლო დღგ ნავთობპროდუქტის ფასის ზრდასთან ერთად იზრდება, შესაძლებელია აქციზის გადასახადი შემცირდეს იმდენით, რაც კომპენსირდება დღგ-ს ზრდით. ანუ აქციზში ბიუჯეტს ექნება კლება, მაგრამ დღგ-ში მატება. ჯამურად კი ბიუჯეტი არაფერს დაკარგავს.
აქ მთავარია გაკეთდეს სწორი გათვლები და სწორი პროგნოზები.
ხელისუფლებას ისიც უნდა ესმოდეს, რომ საწვავზე ფასების მატება სერიოზულ პრობლემას შექმნის ინფლაციასთან დაკავშირებით”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე.