საქმე მარტივად არის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის არა ოლიგარქი, არამედ, მეცენატი. თავის დროზე ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული იყო, მაგრამ 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული, ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული აღარ არის. უფრო მეტიც, მას ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კონკრეტული მითითებების მისაცემად, პოლიტიკაში შემობრუნება მოსთხოვეს, ეს მან წერილითაც დაადასტურა. მას პოლიტიკაში შემობრუნებას გარედან სთხოვდნენ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ დღეს ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არ არის.