“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის სამების ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
ბიძინა ივანიშვილმა სამების ტაძარი კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.
ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. მას მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ