ბატონო ირაკლი, თქვენ რომ მოდიოდით, მგონი, სხვა უჯრა გახსენით კანცელარიაში და სხვა მასალები წამოიღეთ. შარშანდელი მოხსენება წაიკითხეთ თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად არავითარი ცხვლილება. ეს ხომ მოსმენილი გვქონდა? ერთადერთი სხვაობა იყო ის, რომ ბატონი ბიძინა, ის ბრძენი კაცი მოიხსენიეთ მხოლოდ მე-19 წუთზე, ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ. ასე რომ, შეგიძლიათ გამოასწოროთ და კიდევ რამდენჯერმე ახსენოთ მისი წვლილი.