ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს გააკეთოს განცხადება და ოცნების ლიდერებს ურჩიოს, საკუთარ გაფუჭებულ საქმეს თვითონ მიხედონ:
“ბიძინას ადგილზე ერთ მოკლე განცხადებას გავაკეთებდი “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის, ვითომ ძალიან რომ “წუხან” მის კეთილდღეობაზე, სინამდვილეში კი საკუთარზე:
“ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის….მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ თუ რამე კარგი გამიკეთებია, ამას უანგაროდ, ქვეყნის სიყვარულით ვაკეთებდი და არა იმისთვის, რომ გადაუხდელი ვალი დამედო საქართველოსთვის და მისი მომავალი გადამეყოლებინა ამ ვალს. მე ჩემ თავს მივხედავ, თქვენ თქვენივე ჩაქაქულს მიხედეთ”
მგონი, ჩაეთვლებოდა აქაც, იქაც და შორეულ მომავალში გაღმაც…“– წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.