“კომენტარი ბიძინას საცოდავი აღმასრულებელი ტყუპების, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, გვაჩვენებს იმას, რა მდგომარეობაშია ახლა „კავკასიის საუნჯე“ – ამის შესახებ, საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილმა დირექტორმა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველმა, ლუის ნავარომ “ამერიკის ხმასთან” განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში, არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ქაოსს გამოიწვევს.
“მიშა საააკაშვილის „მეორედ მოსვლა“ თამაშის დასასრულია. იმის გათალისწინებით, რომ წარსულში ჩამოსვლასთან გაცემული დაპირება რამდენჯერმე არ შეასრულა და ამით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბედს დაეხმარა, ახლა რთული განსასჯელია, თუ როგორ გათამაშდება მოვლენები. არჩევნების ნებისმიერი შედეგი, რომელიც არ იქნება ამ პარტიისთვის [ენმ] სასარგებლო, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დიდ ქაოსს იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში მიშას არაერთხელ უსაუბრია საარჩევნო გაყალბებაზე, დემოკრატიისგან გადახვევაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან და ბიძინას მტრობაზე მიშას წინააღმდეგ.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის, შედარებით ნორმალური საქციელი და კომენტარი ბიძინას საცოდავი აღმასრულებელი ტყუპების, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის არაკომპეტენტურობაზე-გამკლავებოდნენ სიტუაციას სააკაშვილთან დაკავშირებით, გვაჩვენებს იმას, რა მდგომარეობაშია ახლა „კავკასიის საუნჯე“,- განაცხადა ლუის ნავარომ.