ბლინკენმა ლავროვს უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონზე ესაუბრა. მან რუსეთს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე მხარი დაუჭირა ყველა ქვეყნის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები.

მანვე ლავროვს შეახსენა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება.