ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა “ლელომ” განაპირობა.
“ოპოზიციის ერთი ნაწილი მზად იყო, უპირობოდ შესულიყო [პარლამენტში], ნაწილი – გარკვეულ პირობებში, ოღონდ ორივე ნაწილისთვის გადამწყვეტი იყო ლელოს პოზიცია. ლელო სანამ არ დათანხმდა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმოდა [რიგგარეშე]… ჩათვალეთ რომ მეტის მიღწევა იყო შეუძლებელიო, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე დღით ადრე ლელო თვლიდა, რომ პლებისციტზე დაბლა წამოსვლა არ შეიძლებოდა. ლელოს გამოკლებამ ჩვენგან სამწუხაროდ ამ შეთანხმებას დაუდო საფუძველი. ლელოს ჰქონდა გადამწყვეტი როლი”,– ამბობს ბობოხიძე ტვ პირველთან საუბრისას.
მისი განმარტებით, შეთანხმებისთვის “რაოდენობირივი და ხარისხობრივი” მაჩვენებელი იყო საჭირო, ამიტომ საკმარისი არ იყო ელისაშვილის და გირჩის 3 დეპუტატის შესვლა, ლელოს “პოზიციის დათმობის შემდეგ” კი შეთანხმება შედგა.