„საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს ტრამპს აირჩევს ამერიკელი ხალხი თუ დემოკრატების ლიდერს. ერთი მხრივ, გვახსოვს ტრამპის პრეზიდენტობაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ კრიტიკა ამ პერიოდში. იმავდროულად, ვიცით, ტრამპის დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა და აშშ ჩაანაცვლა. ამიტომ, აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია. ამიტომ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო პოსტზე, მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ინსტიტუციური დამოკიდებულების, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს, ისევე როგორც, დემოკრატიასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხაზს „ქართულმა ოცნებამ“ რომ გადაუხვია, ამიტომაც არის ურთიერთობები გადახედილი და ამიტომაც არის დაკეტილი კარი ნატო-სა და ევროკავშირში”.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.