ბოკერია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ ”ნამახვანჰესის” საპროტესტო აქციას

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ შეუერთდნენ ნამახვანჰესის საპროტესტო აქციას.

“ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი, ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვთ სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს”, – განაცხადა ბოკერიამ.