პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გიგა ბოკერიას “პარტია აღარ აქვს”, ამიტომ ცდილობს “შეჰყვეს პროცესს”.
„ხალხი ითხოვს კოალიციას. ხალხი არ ითხოვს გიგა ბოკერიას ჩადებულ პატარ-პატარა… იმიტომ რომ მას პარტია აღარ აქვს. ის მიშა სააკაშვილის შემდეგ, იმ პროცესების შემდეგ, აბა, ვინ არის? არავინ არ არის, პარტიაც კი აღარ აქვს. თავზე ჩამოეშალა და უნდა, რომ პროცესს შეჰყვეს. აბა სად ხედავთ გიგა ბოკერიას, განა ჭკუა არის სულ დამშლელი იყო, მთელი ცხოვრება?! ჩაუშვით კვლევაში – ვინ, სად, მაჩვენეთ რომელი კვლევა არის, რომელიც ითხოვს “ფეისად“ ჰყავდეს გაერთიანებულ ოპოზიციას გიგა ბოკერია”,– აცხადებს ჩარკვიანი იმედთან საუბრისას.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მას ტვ პირველის ეთერში უპასუხა და თქვა, რომ არაფერს იტყვის ჩარკიანის განცხადებებზე.
“გამოთქმა არის, რომ პეტრეს ნათქვამი პავლეზე მეტს მეუბნება პეტრეზე, ვიდრე პავლეზეო”,– თქვა მან.
დღეს “ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები 12 ოლქში წარადგინა, მათგან ორი შეირჩა საერთო ოპოზიციური შეთანხმებით.
პარტიის მიერ შეთანხმებული საერთო კანდიდატები იქნებიან ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში – ზურაბ ბუცხრიკიძე.