უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ვერ მიხვდა, რა კენჭყისრა ჰქონდა ევროპულ საქართველოს პოლიტსაბჭოზე.
„როგორც გავიგე, „ევროპულ საქართველოს” ჰქონდა პოლიტსაბჭო და გადაწყვიტეს, რომ არ შემოდიან. სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში – ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას და ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! ეს მათი არჩევანია, როგორც უნდათ ისე მოიქცენენ.
ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზაციის გზას, ისედაც გაშიფრულები არიან, ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს დისკუსიას არ აქვს, აგერ არიან წარმოდგენილები. ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი მაინც ვერ მივხვდი. სახუმარო და ანეკდოტის თემაა”,- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, დღეს “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ. ტარიელ ნაკაიძემ პარტია დატოვა და პარლამენტში ინდივიდუალურად აპირებს შესვლას.