ბოლნისში სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

უწყების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ამ პირთა დაინფიცირების წყარო და მიმდინარეობს ინფიცირებულ მედპერსონალთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა. ინფიცირებული მედპერსონალის კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.