ბოლნისში კაცი მოკლეს

ბოლნისში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კაცი დმანისიდან იყო და ბოლნისში მუშაობდა და ქირით ცხოვრობდა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.