ბოლო 24 საათში დონბასში მტრის 16 შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, დონბასში ბოლო 24 საათში მტრის 16 შეტევა მოიგერიეს, რა დროსაც გაანადგურეს 8 ტანკი, 22 ჯავშანმანქანა და ერთი ავტომობილი.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა გაანადგურეს ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი, მტრის საკრუიზო რაკეტა და ოცდაათი ჯავშანტექნიკა.

უწყების განმარტებით, ოკუპანტები შეტევის დაწყებას ორი მიმართულებით გეგმავენ.

“ზაპორიჟჟიას მიმართულებით ოკუპანტები აძლიერებენ ჯარებს, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები ვასილივკა-კამიანსკისკენ. ახორციელებენ გადაჯგუფებას.

სლავიანსკის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები ემზადებიან შეტევის განახლებისთვის. აგრესორმა, შეტევის მხარდასაჭერად, განათავსა არტილერიის დამატებითი ნაწილები ქალაქ იზიუმის სამხრეთ ნაწილში”,– აცხადებს გენშტაბი.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასში რუსებს ლოკალური წარმატებები აქვთ, თუმცა უკრაინა ინარჩუნებს ფრონტზე კონტროლს.