ქოცები არიან ნაცებზე უარესები. ეს არ დაგვავიწყდეს. ბოლო დღეებში რაც ხდება, ქოცები ნაცებზე უარესები არიან. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდები გადმოიღეს, ამას დაამატეს 90-იანების სრული “ბეზპრიდელი” – უკანონო ნიღბიანი ბანდფორმირებები, ამას დაამატეს რუსეთი. ესენი არიან რუსები. ჩემი პირიდან ეს სიტყვები არ ამოსულა არასდროს, ყოველთვის ვერიდებოდი, მათთვის მეწოდებინა რუსული ოცნება, მაგრამ გადალახეს ეს ზღვარი. ესენი არიან მწამებლები. აღარ აქვთ მორალური უფლება,რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ ჩვენ განვსხვავდებით ნაცებისგან იმით, რომ ისინი ხალხს ცოცხებით აწამებდნენ. ცოცხები ნაცების სიმბოლოა, ნიღაბია ამათი სიმბოლო და ეს კრიმინალური ბანდფორმირებები.

თქვა გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ფორმულასთან.