”ბოლოს და ბოლოს გადაიყვანეთ ის წყეულ სამოქალაქო კლინიკაში. სააკაშვილმა თქვა, რომ ის შეწყვეტს შიმშილობას, თუკი გადაიყვანთ. გაავლეთ ღობე პერიმეტრზე, თუკი არეულობაზე ღელავთ. უბრალოდ მოიქეცით პასუხისმგებლიანად და გააკეთეთ ეს. ”

 ამის შესახებ, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში,  იან კელი ტვიტერის გვერდზე წერს. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ გონება დაკარგა. ცენტრ ”ემპათიას” ხელმძღვანელმა  მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა.