ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ არ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ შეუერთდება და უკრაინში მიმდინარე ომის საკითხზე ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.
BBC-ის ცნობით, კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლსონარუმ ზელენსკის დასცინა და მისი კომიკოსის კარიერა გაიხსენა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი და უკრაინა “პრაქტიკულად ძმები არიან”.
„ჩვენ არ დავიჭერთ მხარეს, ჩვენ გავაგრძელებთ ნეიტრალიტეტებს და დავეხმარებით ყველაფერში, რაც შესაძლებელია“, – თქვა მან.