“ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, გულშემატკივრობს ქართველ ხალხს, გულშემატკივრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ, ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, რუსი ოლიგარქის, ბიძინას თანაშემწე – ღარიბაშვილი, რომელიც რუსულ მესიჯს ახმოვანებდა და ბორელთან ფაქტობრივად, დაპირისპირების რეჟიმში [იყო].

ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარი ღიაა, თუმცა ღარიბაშვილისნაირ ტალახიანს, ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური პატიმრებით, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაშია, ევროპაში ჩვენ არავინ არ გველოდება. იმ პირობებში, როცა მურუსიძის სასამართლოა, ჩვენ ევროპაში არავინ არ გველოდება”,

აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.