ბორელი: რუსეთი ეკონომიკური ჯუჯაა, ბენზინგასამართი სადგური ატომური ბომბით. ჩინეთთან შედარება შეუძლებელია

„პუტინი აპირებს მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი და არმია თავისი პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის, რის გამოც ასე რთულია სამშვიდობო მოლაპარაკება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა და მის გამოწვევებზე კომენტირებისას ბორელმა განაცხადა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია.

“უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი”, – თქვა ბორელმა და გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ცნობილი ფრაზა.