„ჯოზეფ ბორელი მაღალი დონის დიპლომატია და დიპლომატიაში ყველაფერი არ ითქმის. შეიძლება გარეთაც არ გამოვიდეს ეს ამბავი, მაგრამ რეალურად, ყველა ხვდება, მათ შორის ბორელიც, რომ ეს ვიზიტიც პირდაპირ კავშირშია იმპიჩმენტთან. ანუ, ქვეყნის მმართველი ძალა იმპიჩმენტს იწყებს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დასავლეთისკენ დგამს ნაბიჯებს. ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სიგნალია, რომელსაც დასავლეთიც გრძნობს და ხედავს.[…] ერთი რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ინსტიტუტს დამსახურება არ არის, ქართველი ხალხი მიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ მოგვანიჭეს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პროცესში სიცხადე არ არის შეტანილი, ამ სიცხადის შეტანისთვის ჩამოდის ბატონი ბორელი, რათა საბოლოოდ გაირკვეს, სად არის საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში. რაც შეეხება ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვფიქრობ, მსგავს საკითხებზე ისაუბრებენ. ახლა მთავარი საკითხი არის 12 პუნქტიანი გემის შესრულება და სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი“
აცხადებს ამის შესახებ, რონდელის ფონდის მკვლევრის ზურაბ ბატიაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა.