ბორელმა ჰარცელის შემცვლელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის ეჩლად კარლ ჰარცელის ნაცვლად, პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.

ჰერჩინსკი ელჩად საქართველოს მთავრობის შესაბამისი თანხმობის შემდეგ დაინიშნება.

ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე კი ის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად მუშაობდა.