“გირჩი – მეტი თავისუფლება” აცხადებს, რომ პარტიის წევრი, ბორის “ჩელე” ყურუა ამ დრომდე დაკავებულია და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ აქვთ.
პარტიის ცნობით, ზაჰესის იზოლატორიდან ის უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
“ბორის “ჩელე” ყურუა დღეს, სუს-თან, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს და გადაიყვანეს შსს-ში, მოგვიანებით-ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რამდენიმე წუთის წინ კი ზაჰესიდან წაიყვანეს უცნობი მიმართულებით.
ედავებიან დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცავების შეურაცხყოფას, რაც აბსურდია, რადგან არანაირ შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იმის ილუსტრირებაა, რომ ქვეყანაში გვაქვს პოლიციური, სრულიად უსამართლო რეჟიმი”,– წერია განცხადებაში.
დღეს შსს-მ თბილისში გამართულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით 46 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ბორის ყურუა.