დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს რომ ნატოს ხელმძღვანელობა სურს და   თავს ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატად ასახელებს. ამის შესახებ მან  ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ყველას უნდა ვუთხრა, რომ ასეთი იდეა არსებობს, არავის დაავიწყდეს, რომ რეზერვში არის ასეთი კანდიდატი. ამჯერად, იმედი მაქვს, გამიმართლებს, რადგან ბოლოს [იტალიის ყოფილმა პრემიერმა] მარიო დრაგიმ თქვა, რომ ნატოს შემდეგი ხელმძღვანელი ევროკავშირის წარმომადგენელი უნდა იყოს. მე არ ვეთანხმები მას, არის . […] შვედეთი და ფინეთი მალე შემოგვიერთდებიან და ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ უკრაინის გაწევრიანება არის პერსპექტივა, ეს უნდა მოხდეს. პუტინმა ააორთქლა ყველა არგუმენტი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ. სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, მხარს ვუჭერ უკრაინას გამარჯვებამდე”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.