დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. ჯონსონმა განაცხადა, რომ ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება.
- “უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანელ საზოგადოებას, იმ უზარმაზარი პრივილეგიისთვის, რომელიც მომეცი. და მინდა იცოდეთ, რომ ამიერიდან, სანამ ახალი პრემიერი იქნება, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება”, – თქვა ჯონსონმა სიტყვით გამოსვლის დროს.
სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.