ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებს – დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე განცხადებას ავრცელებს.
“დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,” – წერია განცხადებაში.