ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, 58 წლის ბორის ჯონსონი, რომელიც ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადადგა, ცოლთან, კერისთან ერთად დასასვენებლად წავიდა საბერძნეთში, სადაც პლაჟზე დასვენებისას პაპარაცების ობიექტივში აღმოჩნდა. ამის შესახებ ბრიტანული Daily Mail წერს.
პოლიტიკოსის ოჯახი კუნძული ევიაზე ისვენებს, სადაც სლოვენიაში სპა–დასვენებისდან დაბრუნების შემდეგ, ერთ კვირაში გადაფრინდა.
ადგილობრივები გაოცებულები დარჩნენ ჯონსონების არჩევანით და იმით, რომ ბორის ჯონსონი პლაჟზე 34 გრადუსიან სიცხეში, მზის გულზე წიგნს კითხულობდა. ამ დროს მისი შვილი, უილფი იქვე ახლოს ჭყუმპალაობდა.
“წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აღმოაჩინა ბორისმა ეს პლაჟი–ადგილობრივებსაც კი, რომლებიც აქ ბევრი წელია ცხოვრობენ, წარმოდგენა არ აქვთ მისი არსებობის შესახებ. მშვენიერი ადგილია, მაგრამ ჩრდილი არსად იყო პლაჟზე და ის ძალიან დიდხანს ვერ დარჩებოდა შვილებთან ერთად“– ამბობენ ადგილობრივები.
ჯონსონი, რომლის თანაპარტიელები ამტკიცებდნენ, რომ ის “ჯერ კიდევ მუშაობს“ იმავე დღეს ტურისტულ ცენტრ კარისტოსში რესტორან The Aegean–ში შენიშნეს. პაპარაცების ობიექტივში ის ათენის აეროპორტშიც მოხვდა.
გამოცემამ ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბრიტანეთის პრემიერი სასადილოს გვერდით არის გადაღებული ეგეოსის ზღვის პალჟ რივერ–ბიჩზთან. მანამდე კი ცოლთან ერთად პროდუქტების ყიდვისას შენიშნეს სანაპირო ქალაქში ათენის მახლობლად. ჟურნალისტების ინფორმაციით, ჯონსონის მამას, სტენლის ვილა აქვს ხორტოდან რამდენიმე საათის სავალზე.