ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით ბოლო კვირას რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების მიზანი უკრაინის სამხედრო წარმოების განადგურებაა.
ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის არმიამ ტაქტიკა შეცვალა, რადგან სარაკეტო დაბომბვების წინა კამპანიის დროს, წინა წლის ზამთარში, მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები იყო. ახლა კი რუსული სამხედრო სტრატეგები ხანგრძლივი ომისთვის ემზადებიან, და ხვდებიან ამ ომში ძლიერი თადვცავის ინდუსტრიის მზარდ მნიშვნელობას – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ამასთან, ბრიტანეთის სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის დეკემბერში რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მაინც მიიტანა.
უკრაინის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით 2 იანვრის ღამეს ხარკოვსა და კიევზე მიტანილი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. დაშავდა 130–ზე მეტი. მათი ნაწილი საავადმყოფოებშია.
2 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა. ძირითადი სამიზნე კიევის და ხარკოვის რაიონები იყო.უკრაინის დედაქალაქში ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში ნგრევა გამოიწვია. დაზიანდა როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობები.