რუსეთისა და უკრაინის საზღვაო და საჰაერო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ყირიმსა და ოდესას შორის მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან გაზისა და ნავთობის პლატფორმებზე, წერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.
გასულ კვირას რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ესროლა უკრაინულ სამხედრო გემს, რომელიც ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პლატფორმის მახლობლად მოქმედებდა.
პლატფორმებს “ჩერნომორნეფტეგაზი“ მართავს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ყირიმში 2014 წლის ანექსიის დროს ჩაიგდო ხელში. 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინამ დაიწყო დარტყმები რუსეთის მიერ კონტროლირებად რამდენიმე პლატფორმაზე.
რუსეთიც და უკრაინაც პერიოდულად გადასხამდნენ ხოლმე ამ პლატფორმებზე საბრძოლო ჯგუფებს. ეს პლატფორმები ძვირფასი ნახშირწყალბადის რესურსების მოპოვებას აწარმოებენ.
თუმცა, კუნძულ ზმეინის მსგავსად, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაზებად მოწინავე პოზიციების გაშლისთვის, ვერტმფრენების დასაჯდომად და შორეული დისტანციის სარაკეტო სისტემების განსათავსებლად –აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.