67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა, როგორ უყვარს ქმარი და როგორ ზრუნავს მასზე. ქალმა გამოაქვეყნა ორი ფოტო Story-ში, რომელთაგან ერთ-ერთში ასახულია ბრიუსი,რომელიც საყვარელ ქალს ხელზე ეფერება, ხოლო მეორე სურათზე ჩანს, რომ ისინი ტყეში სეირნობენ.
21 მარტს ბრიუსისა და ემას ქორწილიდან 14 წელი შეუსრულდებათ. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი–10 წლის მეიბლი და 8 წლის ეველინი.
უილისს სამი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს დემი მურთან ქორწინებიდან – 34 წლის რუმერი, 31 წლის სკაუტი და 25 წლის ტალულა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ რუმერი მალე პირველ შვილს გააჩენს, რითაც მისი მშობლები ბებია-ბაბუა გახდებიან. ბრიუსისთვისაც და დემისთვისაც ეს პირველი შვილიშვილი იქნება.
გასულ წელს უილისს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება განუკურნებელია და გამოწვეულია ტვინის იმ უბნის დაზიანებით, რომელიც აკონტროლებს მეტყველებას და საუბრის აღქმას.
ექიმების განაჩენის შემდეგ ბრიუსმა თავისი ძვირადღირებული უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი გაყიდა და სამსახიობო კარიერის დასრულება გამოაცხადა. ის დღეებს მედიის თვალთაგან მოშორებით ატარებს, მხოლოდ ხანდახან ჩნდება სასეირნოდ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. მსახიობის მეუღლის თქმით, მას გულს უკლავს იმის ყურება,თუ როგორ ცვლის დაავადება მის ქმარს.
უილის ქალიშვილები და მისი ყოფილი მეუღლეც დიდ დროს ატარებენ მასთან, მაგრამ აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება და ის თანდათან ახლობლებს და ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობს.