”ისე თავისუფლად ისხდნენ ეს ორი ცრუპენტელა პროკურორები, რომ თითქოსდა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. 20 000 გირაო რომ შესთავაზა ადვოკატმა, მაგაზეც უარი თქვა მოსამართლემ. მე მგონია, რომ მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება სულ ცოტახანში. უბრალოდ, ცოტა მძიმე იყო ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. ძალიან არ მინდოდა პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს”.
განაცხადა მარტის აქციების ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.