”პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითიც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ ბრძოლის გზა და ამ შემთხვევაში გირჩი – მეტი თავისუფლებას, ისევე, როგორც დროას, არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გვგონია, რომ ეს არის სწორი გზა. ამჯერად, კოალიციურ რეჟიმში ვაპირებთ, რომ პარასკევს ერთობლივად გავმართოთ რამდენიმე წერტილში დემონსტრაცია, რაც ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება იმ სისტემასთან, რაშიც გვაიძულებენ ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ, ჩვენ მეგობრებს დასავლეთში დავანახოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი არ ხდება.”
აცხადებს, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.