“ბრძოლის ველზე პაუზა უკრაინის ტერიტორიაზე ომის შეწყვეტას არ ნიშნავს. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ომის დასასრულია და ეს არ მოიტანს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთთან ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას.
ჩვენ გვესმის ის მოცულობა, რასაც ისინი [რუსები] დღეს აწარმოებენ. ვიცით, რა რაოდენობის დრონებსა და თუ საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ ყოველდღე. ამასთან, ვხედავთ, რა აკლიათ. მათ დრონებისა და საარტილერიო ჭურვების დიდი დეფიციტი აქვთ”,
ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.