ბუდანოვის ცნობით, FSB-ს პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო და მიდგომები დასჭირდებათ რათა მიაღწიონ დიდი ოპერაციის შესრულების დონეს. თუმცა, კიდევ ერთხელ, მე მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს დიდი შეკითხვაა – წარმატებით შეასრულებენ დავალებას? გაბედავენ მის შესრულებას?”,