ბულგარეთში უკრაინული სამხედრო ტექნიკა შეკეთდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ბულგარეთის პრემიერმინისტრთან, კირილ პეტკოვთან მიაღწია შეთანხმებას, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკა ბულგარეთში შეკეთდეს.

„დღეს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ბულგარეთის საწარმოო ობიექტებზე უკრაინული სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თანამშრომლობა მომგებიანი იქნება როგორც ბულგარული კომპანიებისთვის, ასევე ბულგარეთის ეკონომიკისთვის. ჩვენთვის ხარისხი და დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღე ვიბრძვით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ბულგარეთის პრემიერმა თქვა, რომ მოხარულები იქნებიან, თუ სარემონტო დახმარებას გაუწევენ უკრაინას.