მოქალაქეები, რომლებიც სხვა ვაქცინებით არიან აცრილები და Pfizer-ის ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ, საბოლოო ჯავშანს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე ავრცელებს.
“ვინც პფაიზერის გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება ან არ ვიცი რა, პფაიზერზე გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ მესამე დოზით პფაიზერით შეძლებთ აცრას, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო ტვირთავთ სისტემას თქვენი “ექსპერიმენტით” და საბოლოო ვალიდაციის შედეგად თქვენი განაცხადი მაინც უარყოფილი იქნება. პ.ს. ყველა ვაქცინა მუშაობს”, – წერს ანა კასრაძე.