ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.