გააგრძელეთ რეფორმების გზა და ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ დაგეხმაროთ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

“გააგრძელეთ რეფორმების გზა და ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ დაგეხმაროთ”-ამის შესახსბ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუსის ლანდსბერგისმა  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თაობაზე გამართულ შემაჯამებელ, საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს ყოველთვის უჭერდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ევროპის კარი ღია უნდა იყოს. ჩვენ გვქონდა ეს პირობა, ჩვენ გავატარეთ რეფორმები, რაც გვჭირდებოდა და შედეგად გავწევრიანდით. ვფიქრობთ, მსგავსი წესი ყველასთვის უნდა მოქმედებდეს. საქართველომაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ რეფორმების გზა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბევრი მეგობარი გყავთ, ამ მეგობრებსაც აქვთ მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შესრულდეს. ამიტომ, გთხოვთ, გააგრძელეთ ეს გზა და ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მომავალში დაგეხმაროთ”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა