ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი 8 მარტის შეთანხმების საკითხს ეხმიანება და მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
,,ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მივესალმეთ 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური პატიმრების არგათავისუფლება ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას და უსამართლო არჩევნებს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!”,- წერს ჰალიცკი ტვიტერზე.
We, #Georgia's friends in the European Parliament welcomed the March 8 Agreement between the Government and the Opposition. No release of political prisoners means breaking the agreement and no fair elections. Set the political prisoners free! pic.twitter.com/3spXU2pdZf
— Andrzej Halicki MEP (@AndrzejHalicki) May 14, 2020
13 მაისს განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმაც. მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ამიტომ ძალიან უკმაყოფილია ,,ქართული ოცნების” პოზიციით.
ევროპარლამენტარმა, ვიოლა კონ კრამონიმ თქვა, რომ კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.
,,ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.