”გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები” – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

ამერიკის საელჩო მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ  დანიგანის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.” – წერია განცხადებაში.