ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეში აცრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, მიზანი კი 6 ათასია.
„70 ათასს ვუახლოვდებით ვაქცინირებულთა რაოდენობით. კარგია ის, რომ დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს, გუშინ იყო 4700. ჩვენი სამიზნე არის 6000 მომდევნო 10 დღის განმავლობაში, რომ დაემატოს კლინიკების რაოდენობა, სადაც ჩატარდება აცრები” , – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მესამე ტალღის დროს ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. ასეთი მოლოდინი გვაქვს”,-აცხადებს გაბუნია.