ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში მოიხსნება შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები თუ განახევრდება და 2000-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის გახსნაზე “იფიქრებენ”.
„სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, აპრილ-მაისში, უკვე შესაძლებელია, რომ მეტად თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე და შესაძლებელია, კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც. აქაც გარკვეული დათქმებით, რადგან ისევ რეგულაციის დაცვა, ვაქცინაციის სტატუსის მეტად აქტიური მონიტორინგი და PCR ტესტირება იქნება ის პირობები რაც საშუალება მოგვცემს მეტად გავაქტიურდეთ.
როგორც კი ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შემცირდება, დღეს მაქსიმალურ დატვირთვაზეა ჰოსპიტალური სექტორი, ვიდრე თუნდაც დღევანდელი შემთხვევების განახევრება არ გვექნება, ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ თუნდაც ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა“, -ამბობს თამარ გაბუნია პალიტრანიუსის ეთერში.
ცნობისთვის, მუნიციპალური შეზღუდვა 4 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო, თუმცა საკოორდინციო საბჭომ ის 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.