პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ამბობს, რომ გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს, თუ საჯარო ინტერესი საფრთხის ქვეშ დადგება.
“პირს აქვთ თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის.
რაც შეეხება შესაძლო შეზღუდვებს, ეს დამოკიდებულია კონტრეტულ გარემოებებზე. ეს უფლება – თავისუფალი გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება, რომ არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი ინტერესები, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი არის საფრთხის ქვეშ”,– ამბობს ოხანაშვილი.
თბილისში პრაიდის კვირეული დღეს იწყება. ღონისძიებები 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და ღირსების მარშით დასრულდება.