“გადაგვაგდო და ელჩები მოატყუა” – ანა სუბელიანი შსს-ს წარმომადგენელზე

“გადაგვაგდო, გაქრა კომუნიკაციიდან და ელჩები მოატყუა” – ამის შესახებ თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს. ანა სუბელიანის თქმით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ელჩები მოატყუა და უთხრა, რომ პრაიდის ორგანიზატორები მათ არ ეთანამშრომლებიან.

გუშინ შევხვდით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ადამიანუს უფლებათა დეპარტამენტს. ამ შეხვედრას ვითხოვდით და ველოდით კვირების განმავლობაში. ყველა მხრიდან რომ ავტეხეთ ამბავი, უცებ გადაწყვიტეს და გაგვაგებინეს, რომ ორ საათში უნდა შევხვედროდით. კონსტრუქციულად და საქმიანად დაიწყო შეხვედრა, გავიარეთ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხოების საკითხები.

მარშთან დაკავშირებით სრული აბსურდები მოვისმინეთ და კეთილი ინებოს შსს-მ და რაზეც დახურულ კარს მიღმა გვესაუბრებოდნენ, ილაპარაკონ საჯაროდ. პარლამენტში უპასუხოს მინისტრმა კითხვებს მარშთან დაკავშირებულ რისკებსა და მათი აცილების გზებზე. უპახუსოს კითხვებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ძალადობის პრევენციისთვის!

დღეს კი დილიდან ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ მოქმედებები დაიწყეს ღონისძიების დასაცავად. ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს. დილიდან მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ლოკაციაზევე შეხვდებოდათ მათ ჩვენი წარმომადგენელი და თან ეყოლებოდა ღონისძიების დაცვის უფროსი. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ლამის საათში ერთხელ გვწერს კომუნიკაციის შუამავალი პირი და გვეუბნება, რომ შეთანხმება ვერ მოხდა, ვრეკავ წრეზე ისევ ჩვენს წარმომადგენელთან და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსთან, მეუბნებიან, რომ თურმე ახლა შეთანხმდნენ. მერე ისევ მომდის პრეტენზიები, არ გვაძლევენ დაცვის ნომერსო. ვურეკავ ისევ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, რა ხდება მეთქი. დაცვის ნომერი გვინდაო, მეუბნება, როცა ერთი საათია შეხვედრამდე დარჩენილი. არ აკმაყოფილებს ის, რომ ორგანიზატორთან ერთად შეხვდება ჩვენსავე დაცვას და უნდა, რომ ამ დაცვასთან რაღაცის დალაგება სცადოს ჩვენს გარეშე. მოკლედ, ეს სიგიჟე რომ არ გაუვიდა, ფორმალურად დამთანხმდა, კარგი შეხვედრას დაველოდოთო და მერე აქეთ გადაგვაგდო, გაქრა კომუნიკაციიდან და ელჩებს მოატყუა, არ გვეთანამშრომლებიან და ადგილზე არ გვიშვებენ და აბა ეგრე როგორ დავიცაცთო.

ბიჭო აი ჩემ თავზე ვგიჟდები რა, მაინც რო მაქვს ხოლმე ადამიანობის იმედი, გულწრფელი კეთილგანწყობით რო ვიწყებ მაინც კომუნიკაცია და მგონია, ხოლმე რო ადამიანურ დამოკიდებულებას დააფასებენ. თვალებში როგორ ჩამხედავს ეს კაცი ამხელა გაიძვერობის შემდეგ და “კონსტრუქციულად” როგორ მომიჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, არ ვიცი მართლა” – წერს ანა სუბელიანი.