“არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყო მოსყიდვით, შანტაჟითა და ძალადობით. შეუძლებელია, იმას, რაც ხდებოდა ბოლო კვირებში, ან რაც ხდება დღეს დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევენები, მიუხედავად ამისა, ისინი აგებენ. აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა. ამას ემსახურება მათი თავდაჯერებული მესიჯები, თითქოს იმარჯვებენ, ამას ემსახურება ის სასაცილო სცენა მათი ოფისის წინ, სადაც მორიგ საბავშო ბაღის ზეიმს გეგმავენ. არ დაუჯეროთ მაგ მატყუარა კლოუნებს.
დარჩა 4 საათზე ნაკლები. ვინც უკვე იყავით არჩევნებზე, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხარ, დაიკიდეთ ამინდი, რომ გეზარებათ – ყველაფერი დაიკიდეთ. შეიძლება ცხოვრების ბოლომდე არ მოგეცეთ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ამბავში. ამიტომ ჩემი თხოვნაა, გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე, აუცილებლად წადით და მიეცით ხმა, ვისაც გინდათ, უამრავი პარტიაა, 50 პარტიაა ბიულეტენში, გარდა 41 ნომრისა.
ეს ტყუილი, უტიფრობა, კლოუნადა და ჭაობი უნდა დასრულდეს. ყველაფერი არის თქვენს ხელში. ამ 4 საათში წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომავალი რამდენიმე წელი. წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით უკეთესობისკენ ცვლილების შანსს. ერთად დავამთავროთ ეს მარაზმი!”
განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში.