ფაქტობრივად, გადავუხვიეთ იმ ჩანაწერს, რომელიც იყო დოკუმენტში – მმართველი გუნდის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ეს განცხადება, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან” გააკეთა.
“მთავარია დოკუმენტი, სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, კერძოდ, უბნების შემაჯამებელი ოქმების ნამდვილობასთან დაკავშირებით და ის ჩანაწერი, რაც არის მანდ შევცვალეთ ჩვენ.ყველა პარტია შევთანხმდით, რომ არ იყო სწორი, “სტრატეგია აღმაშენებელმა” დააყენა საკითხი, სხვათა შორის, რომ სამართლის ლოგიკას არ შეესაბამებოდა. ფაქტობრივად, გადავუხვიეთ იმ ჩანაწერს, რომელიც იყო დოკუმენტში”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.